საქართველოს საბანკო ასოციაციამ საბანკო სექტორის განვითარების ხელშეწყობის ინდექსი 2023 წარადგინა - საბანკო სექტორის აღქმების კვლევა საქართველოს დიდ ქალაქებში 2023 წლის იანვარში კომპანია “სონარმა“ ჩაატარა. გამოკითხულთა 65%-ს მიაჩნია, რომ საბანკო სექტორი ბიზნესის განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს უწყობს. კვლევაში მიღწევებთან ერთად სექტორის გამოწვევებიც გამოვლინდა, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა მსჯელობა და პანელური დისკუსია გამართეს. პრეზენტაციას სექტორის, ეროვნული ბანკის, სხვადასხვა ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.