სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ახლად არჩეულ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გრიგოლ ლილუაშვილმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტებები გააცნო. შეხვედრაზე ურთიერთ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.