ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი ერთხმად დასაშვებად ცნო - საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს დე-ფაქტო ხაზის მიმდებარედ ადამიანების უფლებების სავარაუდო გაუარესებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც. განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი, რადგან ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეფექტურ კონტროლს დღემდე განგრძობითად ახორციელებს - კიდევ რა წერია ოფიციალურ განცხადებაში და რა კომენტარები კეთდება სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტთან დაკავშირებით.