საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების სოლიდარობა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს - პარლამენტის დეპუტატები საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, შეხვდეს იმ დედებს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის წინ უწყვეტ პროტესტს მართავენ. ოპოზიციონერი ქალები ითხოვენ, გამოინახოს შესაბამისი გზები და მედიკამენტის პრობლემა ქვეყანაში დაუყოვნებლივ გადაიჭრას.