საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმინეს. მინისტრის საათის ფორმატში შამუგიამ სამინისტროს წლიური ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები 150%-ით გაიზარდა, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები გააჩინა. შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟდება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას და რა კითხვები ჰქონდათ მასთან დეპუტატებს.