მსახიობი და მომღერალი ალისან პორტერი, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს 90-იანი წლების პოპულარული ფილმიდან „ხუჭუჭა სიუ“, დაქორწინდა. მისი რჩეული მოცეკვავე ჯასტინ დე ვერაა, რომელსაც პორტერი ბავშვობიდან იცნობს. ხელის მოწერის ცერემონია ლას-ვეგასში გაიმართა.
41 წლის ალისან პორტერის ანგარიშზე რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმია, თუმცა საქვეყნო აღიარება მას 1991 წლის ფილმმა „კუდრაჭა სიუმ“ მოუტანა, სადაც ის მოხეტიალე გოგონას როლს ასრულებს და სადაც მისი პარტნიორი ჯეიმს ბელუშია. კინოში არც ისე წარმატებული სტარტის შემდეგ, ალისანმა ძალები მუსიკაში მოსინჯა. 2005 წელს მან შექმნა ჯგუფი Alisan Porter Project და რამდენიმე სინგლი გამოუშვა. 2016 წელს პორტერი ცნობილი ამერიკული შოუს „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.