ჰოთ-დოგი სწრაფი კვების კერძია, რომელსაც მთელ მსოფლიოში სიამოვნებით მიირთმევენ ახალ ბოსტნეულთან, გახეხილ ყველთან, ბეკონთან ან ზეთისხილთან ერთად. რაც შეეხება კერძის სახელს, კულინარები მის წარმოშობაზე დღემდე კამათობენ და საბოლოოდ, სამ ვერსიაზე შერჯერდნენ.
პირველი ვერსია
ჩვეულებრივ, ჰოთ-დოგი ბეისბოლთან და ამერიკულ კულტურასთან ასოცირდება, თუმცა, ამ კერძის სამშობლო გერმანიაა.
მიიჩნევენ, რომ 1600-იანი წლების ბოლოს ფრანკფურტელმა ყასაბმა გრძელი სოსისი გამოიგონა და ხუმრობით Dachshundwurst უწოდა, რაც გერმანულიდან ითარგმნება როგორც "ტაქსა-ძეხვი".
შემდეგ კიდევ ერთმა გერმანელმა, რომელიც ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებში დაიწყო სოსისის სენდვიჩების გაყიდვა. მაგრამ სოსისი მუდმივად ცვიოდა პურის ნაჭრებიდან, ამიტომ მათ დაიწყეს გრძელი ფუნთუშების გამოყენება.
სოსისი ამერიკაში გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს, აქ კი ხალხს სიტყვა Dachshundwurst-ის წარმოთქმა უჭირდა.. ასე გაჩნდა სახელი „ჰოთ-დოგი“.
მეორე ვერსია
ჰოთ-დოგის მოყვარულთა ნაწილს სჯეროდა, რომ ჰოთ-დოგის სოსისები მაწანწალა ძაღლებისგან მზადდება. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში, სადაც კერძი გამოიგონეს, 1900-იანი წლების დასაწყისამდე, ძაღლის ხორცის მოხმარება გავრცელებული იყო, ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.
მესამე ვერსია
1890-იან წლებში იელის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ავტომობილებს, რომლებიც სოსისებიანი ფუნთუშებით ვაჭრობდნენ „ძაღლის ფურგონები“ შეარქვეს.
ამ თეორიას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „ჰოთ-დოგი“ პირველად 1895 წლის 19 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნახსენები.
და ბოლოს
მიუხედავად იმისა, რომ ჰოთ-დოგის სახელის ნამდვილი ისტორია არავინ იცის, უამრავი ადამიანისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სწრაფი კვების კერძია.
შეერთებულ შტატებში ფუნთუშებში ჩადებული სოსისი იმდენად პოპულარულია, რომ ჰოთ-დოგის ეროვნული საბჭოც კი შეიქმნა, ამასთან, ყოველწლიურად ტარდება სწრაფად ჭამის კონკურსი. დღეისთვის რეკორდი ვინმე ჯოი ჩესტნატს ეკუთვნის. 2018 წელს მან ერთ ჯერზე 74 ცალი ჰოთ-დოგი მიირთვა.
აშშ-ს ყველა შტატს აქვს საკუთარი, საფირმო ჰოთ-დოგის რეცეპტი აქვს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰოთ-დოგი პარაგვაიში მოამზადეს. მისი წონა თითქმის 260 კგ იყო, სიგრძე კი 203 მ 80 სმ. გინესის რეკორდსმენი ჰოთ-დოგის შექმნაზე 205 შეფმზარეული მუშაობდა, მისი ნაჭრები კი ყველას უფასოდ დაურიგდა