ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დეტალებს უახლოეს დღეებში წარუდგენს. თავის მხრივ ელჩები წარადგნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათი ქვეყნების მთავრობებს აქვთ.
მედიის ცნობით, გერმანიამ უკვე მოითხოვა სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის შეტანაც. როგორ ცნობილია, უნგრეთი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.
ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.