მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მისმა დედამ მოინახულა. გიული ალასანიმ აღნიშნა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამ ფონზე, სტრასბურგში შეტანილია სარჩელი, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სააკაშვილს სასჯელი დროებით გადაუვადდეს. ალასანიამ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სურს მოსარჩელისგან და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს. ჯერჯერობით უცმობია, თუ როდის გახდება ცნობილი სტრასბუგრის გადაწყვეტილება.