საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოამზადეს შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ ევროკავშირის 12 პუნქტიდან სრულყოფილად მხოლოდ ერთი შეასრულა. 8 ორგანიზაციასთან ერთად ღია საზოგადოების ფონდი მიუთითებს, რომ დიდწილად შესრულებულია მხოლოდ ორი პირობა, ნაწილობრივ ოთხი და შესასრულებელი დარჩა ხუთი რეკომენდაცია. მესამე სექტორი მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს.