უყრის თუ არა კენჭს საქართველოს პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას? - პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სხდომის დასრულებამდე გაიმართება დაანონსებული კენჭისყრა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ პარლამენტში სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ეცდება საკითხის ჩაგდებას, თუმცა ოპოზიციაში ჯერ არ იციან, თუ როგორ გააკეთებს ამას მმართველი ძალა.