აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, და გამზირის ნაწილი ბარიერებით გაიმიჯნა.
რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.
მართალია, თბილისის მერმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაანონსებისას თბილისელებს მოუწოდა, რომ ყველამ უნდა გავიჭირვოთ, რათა საბოლოო ჯამში, სასურველი შედეგი და ახალი ინფრასტრუქტურა მივიღოთო, მაგრამ ვიდეო და ფოტოკადრები, რომელიც დილიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება და დიღმის მასივიდან დიდუბის მიმართულებით გზებზე არსებულ ვითარებას ასახავს, შეშფოთების საფუძველს იძლევა.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი