ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება, რუსეთიდან გადმორიცხვები კი ყველა რეკორდს ხნის. ამ წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 127.1%-ით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე, როცა ქვეყანაში 193 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი აღინუსხა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი, დაახლოებით 224 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 727%-ია.
ფულადი გზავნილები მოცულობით, თებერვლის თვეში, მეორე ადგილზეა იტალია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.