წელს უძრავი ქონების ფასის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია ნათქვამი. კვლევის ავტორების პროგნოზით, 2023 წელს მოსალოდნელია, უძრავი ქონების ფასების 5%-იანი წლიური ზრდა ლარში, დოლარში კი ფასების 8%-იან ზრდას ვარაუდობენ.
ანალიტიკოსების შეფასებით ეს იქნება უძრავ ქონებაზე ფასების ზომიერი ზრდა, მიზეზად კი დასახელებულია როგორც სამშენებლო ხარჯების ზრდის დასტაბილურება. ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება