ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს გენერალური მდივნის 27-ე ანგარიში სახელწოდებით "კონფლიქტი საქართველოში".ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალიაც დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისათვის და საქართველოს საკითხის, ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს.
ცნობისთვის, მოცემული ანგარიში აღწერს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.