პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ჩრდილიდან მართული პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაირეცხოს და მისი ადგილი ხალხთან ანგარიშვალდებულმა ძალამ დაიკავოს - ასე დაფუძნდება ახალი რესპუბლიკა.
"პოლიტიკურ პროცესს აქვს თავისი ლოგიკა. შეუძლებელია, არასწორი პროცესის შედეგად, სწორი სისტემა მიიღო. შეუძლებელია, ჩრდილოვანი, არამართლზომიერი გავლენით მართულმა პროცესმა გაწონასწორებული სისტემა მოგცეს. პროცესი უნდა იმართებოდეს დემოკრატიული წესებით იმისთვის, რომ ამ პროცესმა დემოკრატიული შედეგი მოგვცეს. ამიტომაა სრული ბოდვა ჩრდილოვანი მმართველების დაპირებები პოლიტიკიდან გაწევაზე, გამარჯვების შემდეგ.თუ პროცესი არადემოკრატიულია - შედეგიც არადემოკრატიულია. შეუძლებელია, ფიზიკურად წარმოუდგენელია პოლიტიკური კონკურენცია დიდი ფულის ჩრდილოვანი გავლენით და შანტაჟით იზღუდებოდეს (მისი კორუმპირებული მინიონები “არაკონსენსუალურ პირებს” უწოდებენ ასეთებს, რომ პროცესიდან გაწიონ ხელოვნურად) და ამის შედეგი იყოს დემოკრატიული, რესპუბლიკური სისტემა.ანგარიშვალდებული სპექტრი იმასთანაა, ვინც მას ძალას ანიჭებს.თუ პოლიტიკოსს ძალას არა ხალხის მხარდაჭერა, არამედ რომელიმე ოლიგარქის კეთილგანწყობა აძლევს, ანგარიშვალდებულებაც არა ხალხთან, არამედ ოლიგარქთან აქვს.თუ ჩემი არ გჯერათ, შეხედეთ კეზერაშვილის ჯუჯალარებს და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.შეუძლებელია ამ ხალხმა დემოკრატიული სისტემა შექმნას. ჩრდილიდან მართული პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაირეცხოს და მისი ადგილი ხალხთან ანგარიშვალდებულმა ძალამ (ძალებმა) დაიკავოს - ასე დაფუძნდება ახალი რესპუბლიკა", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.