სუდანში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებებს სულ მიცრე 200 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დედაქალაქ ხართუმში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია. მოსახლეობა ქალაქის დატოვებას საკუთარი ძალებით ცდილობს. სუდანში ხუთი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
დაპირისპირებული მხარეები 24 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ცეცხლი არცერთ მხარეს არ შეუწყვეტავს.