უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. მისი თქმით, მოკავშირეების დახმარების შედეგად უკრაინის თავდაცვა ყოველდღიურად ძლიერდება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც რომელიც HIMARS-ის რაკეტებსა და საავიაციო საბრძოლო მასალებს მოიცავს.