20 აპრილს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს.
ოთარ შამუგია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
"მინისტრის საათი" საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობს.