საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპაში მგზავრობის ახალ წესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ . მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27-დ ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.