ნინოწმინდის პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს - მათი თქმით, დაწესებულებაში არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა, რის შესახებაც სახელმწიფო ინფორმირებული იყო. ხუთ ყოფილ ბენეფიციარს სასამართლო დავის წარმოებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ეხმარება.