თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გიორგი გავაშელიშვილს მამის მკვლელობას ედავებიან.
როგორც ახლობლები აცხადებენ, მან მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დამალა, განაცხადა, რომ მამა გაუჩინარდა.
ადგილობრივების განმარტებით, მეზობლებმა შვილის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და გადაწყვიტეს ივანე გავაშელიშვილი სახლში მოეძებნათ, რასაც გიორგი გავაშელიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა.
ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, გიორგი გავაშელიშვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებს იღებდა, თუმცა მამასთან კონფლიქტი არ ჰქონია.
შემთხვევა აღდგომის ღამეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მძინარე მამას ნაჯახით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.