სამხედრო დაპირისპირება სუდანში - დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს 33 მოქალაქე ავია კომპანიების "ჯეო სქაისა" და "მაი ვეის" თანამშრომლები არიან. კომპანია “ჯეო სქაიში” აცხადებენ, რომ ქართველი მფრინავებისა და ბორტგამცილებლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პალიტრანიუსს" უწყების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დიპლომატიური სამსახური საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და სიტუაციის დასტაბილურების შესაბამისად მათ ევაკუაციას უსაფრთხო კორიდორის საშუალებით მოახდენს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სუდანში დაღუპულთა რიცხვმა 185-ს გადააჭარბა, ხოლო დაჭრილია 2000-ზე მეტი ადამიანი.