მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედა ითხოვს იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება, ჯანმრთელობა აღიდგინოს. გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს კვლავ აღენიშნება ტემპერატურა, არ შეუძლია გადაადგილება და თმა მთლიანად გასცვივდა.
პარალელურად ექსპრეზიდენტის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება, რაზეც უწყებამ განმარტება უკვე გასცა.