რამდენად ხშირია და რომელია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრავმები ბავშვებში? - ბავშვთა განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა, გარემო პირობების შეუფასებლობა, ინტენსიური მოძრაობა და არასაკმარისი უნარ-ჩვევები, ასევე მშობლების გაუცნობიერებლობა კონკრეტულ საკითხებში ბავშვების ტრავმირების მხრივ საშიშ სიტუაციას ქმნის. სპორტსმენ ბავშვებში ტრავმის მიღების რისკი კიდევ უფრო მაღალია და სიხშირე რასაკვირველია დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, ასევე ასაკზე, დროსა და სივრცეზე.
შეიძლება განვითარდეს ისეთი ხშირი ტრავმები, როგორებიცაა კიდურების ღრძობა, დაჭიმვა და გადაძაბვა. ასევე ამოვარდნილობა და მოტეხილობა.
ბავშვებში ასევე ფართოდ გავრცელებულია ოსტეოქონდროპათია, შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია და ჰიპერმობილობა, რომელიც სკოლამდელ, ანდა სასკოლო ასაკში სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობისთვის.