თბილისში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბინების გაყიდვები უმნიშვნელოდ, 1%-ით შემცირდა. იანვარ-მარტის განმავლობაში დედაქალაქში ჯამში 9 633 ბინა გაიყიდა.
Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 532 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.
ამასთან, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით არის გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა.
გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველი ბინების ღირებულებას, გარეუბანში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა.
როგორია ვითარება დღეს უძრავი ქონების ბაზარზე, რა გამოწვევები აქვს სექტორს და უნდა ველოდოთ თუ არა ფასების გაძვირებას ახლო მომავალში? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია სამშენებლო კომპანია "ბაუ სტარის" დამფუძნებელი მალხაზ სოლომნიშვილი