სასტიკი დანაშული მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სადაც შვილმა მამა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საწოლში მყოფ, 60 წლამდე მამას სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და მამის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.