სასტიკი მკვლელობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში - შვილმა საწოლში მყოფ მამას სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენა - Palitra News

სასტიკი მკვლელობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში - შვილმა საწოლში მყოფ მამას სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენა

2023-04-19 13:19:52+04:00

სასტიკი დანაშული მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სადაც შვილმა მამა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საწოლში მყოფ, 60 წლამდე მამას სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენა.

როგორც შსს-ში გვითხრეს, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და მამის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.