ივლისიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის სპეციალური აპარატებით გაკონტროლება იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
"აღნიშნული მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას,“ - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრი ოთარ შამუგია პარლამენტში ხვალ წარადგენს.