მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია. გიული ალასანიას თქმით, მას აქვს სიცხეები, გართულებულია წნევის რეგულირება და გრძელდება წონის კლებაც. სააკაშვილის დედას იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს სასჯელის გადავადების მოთხოვნას.