ევროკომისიის პრეს-მდივანი მირიამ გარსია ფერერი უკრაინა-პოლონეთს შორის მიღწეულ მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვის შესახებ შეთანხმებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ევროკომისია მიესალმა უკრაინასა და პოლონეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეეხება, თუმცა ოფიციალური ვარშავის ცალმხრივი მოქმედება დაგმო. მისივე თქმით, ევროკომისიას ვარშავის ცალმხრივი მოქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება არ შეუცვლია.
მირიამ გარსიას თქმით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ტრანზიტი შედგეს და მარცვლეული იმ ქვეყნებში მოხვდეს, სადაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.