ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 4 სარაკეტო 60 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 58 შეტევა განახორციელა.
მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი. ოკუპანტი ქვეყნის ძალების ძირითადი შეტევები ლიმანის, ბახმუტის ავდიივკისა და მარინკას მიმართულებებზე ხორციელდება.
გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, აღნიშნულ მიმართულებებზე უკრაინულმა თავდაცვამ მტრის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერია.
უწყების განცხადებითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.