სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააფართოვოს და მისი ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს.
არსებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეა უკრაინას სამხედრო დახმარებას იმ შემთხვევაში გაუწევს თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ-იოლის განცხადებით, ქვეყანა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას ომში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობისა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მიიღებს.