მსოფლიო მასშტაბით არსებული პრობლემის - ცენტრსა და პერიფერიებს შორის არსებული ურთიერთობის განხილვას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საკითხი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი კონტექსტით განიხილეს საფრანგეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვანი ფრანკოფონული უნივერსიტეტების წარმამადგენლებმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ამ მიმართულებით ურთიერთობის გაძლიერებასა და ფრანგული ენის სწავლების საკითხზე.