ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ ფორმატში მოუსმინეს. მინისტრი კომიტეტზე "ლელოს" მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. ზურაბ აზარაშვილმა კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა. სხდომას ესწრებოდნენ მშობლებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ. ისინი სახელმწიფოსგან სამკურნალო პრეპარატის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.