ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

2023-04-19 10:58:30+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. მათ საქონლის შეძენისას ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გამოიყენეს. ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით 1 800 ევროს ოდენობის 9-ცალი ყალბი კუპიურა ამოიღეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს