„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა.
22 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ უკვე აგვისტოში დაასახელეს. მას ახლაც სამართლიანად მიენიჭა UNFP-ის (იუ ენ ეფ პის) თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი.
მიქაუტაძის აღიარებას ლიგა 2-ის ოფიციალური ტვიტერის გვერდიც გამოეხმაურა და დაწერა - „გიორგი, საქართველო! ქართველი მიქაუტაძე, მარტში 3 გოლის და 2 საგოლე გადაცემის ავტორი, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა“.