ზაგრებში თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 97 კგ წონაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოგამედხან მაგომედოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
ცოტა ხნით ადრე ტურნირზე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში 65 კგ წინაში მოჭიდავე ედემ ბოლქვაძემ რუმინელი სპორტსმენი სტეფან კომანი დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
კონტინენტის პირველობაზე ასევე ბრინჯაოს მედლისთვის 57 კგ-ში რობერტ დინგაშვილმა იასპარეზა. ქართველმა ბულგარელ ვანგელოვთან უშანსოდ, 0:10 წააგო.ხვალ, შეჯიბრის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი იასპარეზებს. ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი პრინციპულ მეტოქესთან, თაჰა აქგიულთან იჭიდავებს (125 კგ). ბრინაჯაოსთვის კი შოთა ფერტენაძე (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) იბრძოლებენ.