ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ჩელსიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და კვლავ ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც მსგავსი ანგარიშით დასრულდა. ლონდონურმა კლუბმა მატჩი აქტიურად დაიწყო და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე იყო და „ლურჯებს“ გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში „ჩელსი“ მომენტებს ისევ ქმნიდა, ხოლო „რეალი“ კონტრშეტევებზე თამაშობდა. მადრიდელთა ერთ-ერთმა კონტრიერიშმა შედეგი გამოიღო - 58-ე წუთზე როდრიგომ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, ლონდონელთა თავკაცმა, ფრენკ ლამპარდმა მოედანზე მეტი შემტევი გამოიყვანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მე-80 წუთზე როდრიგომ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგი, 2:0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მიუნხენის ბაიერნისა და მანჩესტერ სიტის პირველი დაპირისპირება ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.