ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს, ზუგდიდის სასამართლოში გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ სასამართლო ესებუას დამნაშავედ გამოაცხადებს. ამის საფუძვლად, ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარს ასახელებს.