ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება - Palitra News

ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

2023-04-19 09:52:21+04:00

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს, ზუგდიდის სასამართლოში გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ სასამართლო ესებუას დამნაშავედ გამოაცხადებს. ამის საფუძვლად, ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარს ასახელებს.