დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. ზურაბ აზარაშვილი კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს. აღნიშნულ საკითხზე აზარაშვილს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე „ლელოს“ მოთხოვნის საფუძველზე მოუსმენენ.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლები რამდენიმე თვეა აქციებს მართავენ და სახელმწიფოსგან სამკურნალო პრეპარატის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.