სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის კენჭისყრაზე დაყენებას ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ აპირებს. ოპოზიციის სრული მობილიზების მიუხედავად, ხმის მიცემის პროცესი გუშინ კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. მმართველმა გუნდმა რეგისტრაცია მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად არ გაიარა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ.