ნატოს გენერალური მდივანი, მოკავშირეებს უკრაინისათვის მეტი დახმარების გაწევისაკენ მოუწოდებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მიაწოდონ, რათა მან საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ვითარების ფონზე, სამხედრო დახმარება უკრაინის ტერიტორიების დასაბრუნებლად და უკრაინელების დასახმარებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.