Stranger Things-ის მეოთხე სეზონი ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა იყო, რომელმაც ძველ გმირებთან ერთად ახალი პერსონაჟებიც შეგვაყვარა. მათ შორისაა ხუჭუჭა ედი გიტარითა და უშრეტი ენერგიით. სერიალების ფანების სასიხარულოდ, ედის შესახებ 31 ოქტომბერს წიგნი გამოვა, სახელად Flight of Icarus.
წიგნში მოქმედება 1984 წელს ვითარდება — სერიალის მეოთხე სეზონამდე 2 წლით ადრე. წიგნში ედი პროდიუსერ პეიჯს ხვდება, რომელიც ედის ბენდს ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტს ჰპირდება, თუმცა ამისათვის ფულია საჭირო. სწორედ ასე აღმოჩნდება ედი მამის თაღლითურ სქემაში.
"ძალიან მიხარია, რომ ფანებს შეეძლებათ გაემართონ იმ მოგზაურობაში, რომელიც ედის გმირად აქცევს. გამოცადონ ყველა ის არეული და არაკომფორტული გადაწყვეტილება, რომელმაც ედი იმ მამაც ონავრად აქცია, რომელსაც ყველა ვიცნობთ და გვიყვარს", — ამბობს წიგნის ავტორი და სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი კეტლინ შნაიდერჰანი.
სერიალის ფანები წიგნის ყდაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენასაც ამოიცნობენ, რომელშიც ედი გიტარაზე დაკვრით მეგობრების გადარჩენას ცდილობს.