ესპანელმა სპორტსმენმა ბეატრის ფლამინიმ გამოქვაბულში, 70 მეტრის სიღრმეზე, გარესამყაროსგან მოწყვეტილმა 500 დღე გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ბეატრის ფლამინის ექსპერიმენტი პროექტ Timecave-ის ნაწილია. მისი მონაწილეების მიზანია, დაადგინონ, როგორც აისახება ადამიანის ფსიქიკასა და აღქმაზე სოციალური იზოლაცია და დროში დეზორიენტაცია.
ბეატრის ფლამინი ალპინისტი, სპელეოლოგი და კლდეზე მცოცავია. ის სიერა-ნევადას გამოქვაბულში 2021 წლის 20 ნოემბერს ჩავიდა, როცა 48 წლის იყო და გამოქვაბულშივე აღნიშნა თავისი 50 წლის იუბილე.
ფლამინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები ვიდეოკამერების მეშვეობით აკვირდებოდნენ. საკვებსა და წყალს მას კონტაქტის გარეშე უტოვებდნენ გამოქვაბულის ერთ-ერთ წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე.
მიწისქვეშა იზოლაციის წინა რეკორდი 269 დღეს შეადგენდა, ის 2007 წელს იტალიელმა კრისტინა ლანცონიმ დაამყარა.