American Idol-ის ოფიციალურ გვერდზე შოუს მონაწილეების მორიგი გამოსვლა ქვეყნდება.
მათ შორისაა, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც სცენაზე საოცარი პერფორმანსი მოაწყო.
ნუცამ მთელი დარბაზი აიყოლია, ჟიურის წევრები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მან ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა.
American Idol-ის გვერდზე ნუცას ნამღერს ყველაზე მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება აქვს.
თავად ამერიკელები აღნიშნავენ, რომ ნუცა არა მარტო საოცარი მომღერალი, არამედ პროფესიონალი პერფორმერია.
ცნობისთვის, იმისათვის, რომ ნუცამ შოუში მონაწილეობა გააგრძელოს საჭიროა ხმის მიცემა.
აღსანიშნავია, რომ ბუზალაძე ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს.