კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ კენჭისყრების გარეშე დასრულდა.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.
სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კენჭისყრისათვის კვორუმი არ შედგა.
უმრავლესობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ამ გადაწყვეტილებას ტაშიც დაუკრეს.
დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.
საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ- ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.