უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, პუტინმა დეგრადაცია განიცადა და მისი სახით პოლიტიკური აქტორი აღარ არსებობს. მისი თქმით, უკვე აღარ აქვს მნიშვნელოვნა იმას, თუ რას იტყვის რუსეთის პრეზიდენტი ან სად ჩავა ის ვიზტით. ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუს სამხედროებს შეხვდა.