სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას ნიშნავს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება.